Thumbnail

ევროპალიგის 2022 წლის ფინალისა და სუპერთასის მასპინძლები გაირკვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

3 მარტს, ნიდერლანდების დედაქალაქში, ერთა ლიგის მეორე გათამაშების (2020/21) ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც C ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. 

მანამდე კი ამსტერდამში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გაირკვა ის ქალაქები, სადაც ევროპალიგის 2021/22 წლების ფინალი და 2022 და 2023 წლებში ევროპის სუპერთასის მატჩები გაიმართება. 

🏟 ევროპალიგის 2022 წლის ფინალური მატჩს უნგრეთის დედაქლაქი ბუდაპეშტი, "პუშკას არენაზე" უმასპინძლებს. 

🏟 2022 წლის უეფას სუპერთასს ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი მიიღებს, 2023 წელს კი იმავე მატჩის მასპინძელი რუსეთის ქალაქი ყაზანი და მისი სტადიონი "კაზან არენა" იქნება.

აღმასკომა უეფას სხვა ტურნირების ფინალების მასპინძლებიც დაამტკიცა:

🏟 2022 წლის უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი - "იუვენტუს სთედიუმი", ტურინი, იტალია.

🏟 2023 წლის უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი - "პსვ სთედიუმი", ეინდჰოვენი, ნიდერლანდები.

აღმასკომის სხდომაზე ასევე გადაწყვიტეს, რომ უეფას მორიგ კონგრესს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს.

ამსტერდამში უეფას აღმასკომის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეგახსენებთ, რომ მომავალ სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალების მასპინძელი ქალაქები გასულ შემოდგომაზევე შეირჩა. 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანკტ-პეტერბურგი მიიღებს, 2021/22 წლებში - მიუნხენი, ხოლო 2022/23 წლებში - ლონდონი.

მიმდინარე სეზონში კი ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, ევროპალიგის ფინალს კი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, PGE არენა მიიღებს. უეფას 2020 წლის სუპერთასი პორტუს "დრაგაუზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები