Thumbnail
  • საქართველო 2:1 ბელარუსი
  • მეტოქეები მე-2 მატჩს 4 მარტს ჩაატარებენ

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუსის 17-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. 

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და 2:1 გაიმარჯვა. გოლები ჯადული იობაშვილმა და გიორგი გვიშიანმა გაიტანეს. 

საქართველო 2:1 ბელარუსი

გოლები: 1:0 იობაშვილი (10), 2:0 გვიშიანი (25), 2:1 ზინოევიჩი (60).

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, უგრეხელიძე, ო. მამაგეიშვილი (88' დუნდუა), გვიშიანი, გაგნიძე, სიჭინავა (73' კვერნაძე), იობაშვილი, გ. მამაგეიშვილი (78' ზოსიაშვილი), სალუქვაძე, უბილავა.

🇬🇪🇧🇾 17-წლამდელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსი თანატოლები დაამარცხეს.

Posted by Georgian Football Federation on ორშაბათი, 02 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები