Thumbnail

საქართველო მეტოქეთა მოლოდინში - რა უნდა ვიცოდეთ ერთა ლიგის წილისყრაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 3 მარტი | ⌚ 21:00 | ერთა ლიგის წილისყრა
  • წილისყრას ამსტერდამი უმასპინძლებს
  • საქართველოს ნაკრები C ლიგის პირველ კალათშია

3 მარტს, თბილისის დროით 21:00-ზე ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ერთა ლიგის მეორე გათამაშების (2020/21) ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ლიგაში...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ, 2018/19 წლების სეზონში საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და D ლიგიდან C-ში გადავიდა. ერთა ლიგის პირველი ტურნირის გამარჯვებული კი პორტუგალიის ნაკრები გახდა.

ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება, ფინალური ეტაპი კი 2021 წელს, 2022 წელს გასავარდნი პლეი ოფები შედგება.

55 მონაწილე ქვეყანა ოთხი ლიგის ჯგუფებში გადანაწილდება. A, B & C ლიგებში 4-4 კალათაა, D-ში - მხოლოდ ორი.

2018 წელს საქართველოს ნაკრებმა C ლიგის საგზური მოიპოვა

A ლიგა

I - პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია

II - ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია

III - ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი

IV - ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია

B ლიგა

I - რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

II - შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი

III - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია

IV - ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი

C ლიგა

I - საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო

II - ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი

III - ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლუქსემბურგი

IV - სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

D ლიგა

I - გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი

II - ანდორა, მალტა, სან მარინო

წილისყრა სულ ყველაზე დაბალი ლიგიდან დაიწყება. არის სამი სახის აკრძალვა - გუნდები, რომელთა ვინაობაც უეფას განსაზღვრული აქვს, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ისეთი ქვეყნები, რომელთა შორის საჰაერო მგზავრობას 8 საათზე მეტი უნდა. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება სამი ისეთი ქვეყნის გუნდი, სადაც მკაცრი ზამთარია. 

პირველ სამ ლიგაში გუნდები შინ და გარეთ ითამაშებენ ჯამში 6 ტურად. A ლიგის ჯგუფების ოთხი გამარჯვებული 2021 წლის ფინალურ ტურნირზე გადის. ლიგებში ჯგუფების გამარჯვებულები შემდეგ სეზონში ერთი ლიგით მაღლა ითამაშებენ, A და B ლიგების ჯგუფების ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან. C ლიგას (სადაც საქართველოა) 4 ჯგუფი აქვს, ხოლო D ლიგას მხოლოდ ორი. ასე რომ, ჩვენი ლიგიდან მხოლოდ 2 გუნდი დაქვეითდება. 2022 წლის მარტში C ლიგის ჯგუფების ბოლოადგილოსნები, ორი გავარდნილის ვინაობას გაარკვევენ. თუ აქ ისეთი გუნდი მოხვდება, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის საგზური აქვს მოპოვებული. მაშინ, C-დან უბრალოდ რეიტინგით ორი უარესი (47-ე და 48-ე) გავარდება ავტომატურად.

რა შუაშია ერთა ლიგასთან 2022 წლის მუნდიალი?

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პირველი გათამაშება უშუალო კავშირშია ევრო 2020-თან, სწორედ იქ თავგამოჩენილი ნაკრებები (მათ შორის საქართველოც) 26-31 მარტს ევრო 2020-ის ბოლო 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

ერთა ლიგის მეორე გათამაშებას კი უშუალო კავშირი 2022 წლის მუნდიალთან აქვს, რომელიც ყატარში გაიმართება. ჩვეულებრივი შესარჩევიდან ევროპაში 10 ჯგუფის გამარჯვებული მიდის ყატარში. 10 ჯგუფის მეორეადგილოსნები და 2 საუკეთესო გუნდი (რომლებსაც ჩვეულებრივი შესარჩევი ტურნირიდან საგზური არ მოუპოვებიათ და არც პლეი ოფში თამაში გაუნაღდიათ) ერთა ლიგის გათამაშებიდან (უეფას ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით) ორ-რაუნდიან პლეი ოფში ითამაშებს, სადაც 3 საგზური გათამაშდება. 

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 3-5 სექტემბერს დაიწყება და 15-17 ნოემბერს დასრულდება. ფინალური ეტაპი 2021 წლის 2-6 ივნისს გაიმართება, ხოლო სარელეგაციო პლეი ოფი 2022 წლის 24-29 მარტს შედგება, თუ საჭირო გახდა.  

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები