Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თელასი დამაჯერებლად ლიდერობს

  • თელასი 6:2 თბილისი
  • თსუ 3:1 მართვე
  • ილიაუნი 4:2 ბსუ

საქართველოს ფუტსალის ლიგის მეათე ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მეორე წრის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერი თელასი და მეოთხე პოზიციაზე მყოფი თბილისი შეხვდნენ. ენერგეტიკოსებმა პირველ ნახევარში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თბილისმა სხვაობის შემცირება თამაშის განახლებიდან მალევე შეძლო, მაგრამ მეტოქემ სოლიდური უპირატესობა მაინც მოიპოვა და საბოლოოდ, 6:2 მოიგო. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. დავით ბობოხიძემ უნივერსიტეტელები მეთერთმეტე წუთზე დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ლაშა სიგუნავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. ქუთაისელებმა შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება თამაზ ბაბუნაშვილის გოლით შეძლეს, მაგრამ ლაშა სიგუნავამ დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი უპირატესობაც აღადგინა.

ილიაუნი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. საუნივერსიტეტო დერბის პირველ ნახევარში ბსუ-მ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, თუმცა მე-19 წუთზე გიორგი კურტანიძემ დუბლი გაიფორმა და გუნდი დააწინაურა. ილიაუნიმ თამაშის დასრულებმადე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და 4:2 მოიგო. 10 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 27 ქულით თელასი ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს კი 21-21 ქულით თსუ და ილიაუნი იყოფენ.

კომენტარები

ბოლო ამბები