Thumbnail
  • ლიეტუვა 0:0 (პენ. 4:3) საქართველო
  • ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ალბანეთში ოთხთა ტურნირზე იმარჯვა

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასი პირველ ადგილზე დაასრულა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირის ბოლო მატჩი ლიეტუველი თანატოლების წინააღმდეგ გამართა. ძირითადი დრო გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერია კი, უფრო ზუსტად ბალტიისპირელებმა შეასრულეს - 4:3.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანეთში გამართულ შეჯიბრზე ალჟირს 1:0 სძლიეს, ალბანელებს კი თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობეს.

საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა მოაგროვა და განვითარების თასის ჩემპიონი გახდა.

ლიეტუვა 0:0 (პენ. 4:3) საქართველო

საქართველო: მაქაცარია (46' ბერუაშვილი), ნ. დავრაშელიძე (60' ბერიანიძე), აღდგომელაშვილი, ბაგრატიონი, მოლაშვილი (83' ბართია), ხუტიაშვილი (68' კალანდაძე), ღურწკაია (83' დვალიშვილი), ქართველიშვილი, ბერია, ლაცაბიძე (გ. დავრაშელიძე), შიოლაშვილი.

მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები