Thumbnail

ქართული დროშა რუსეთში - ინგილო მებრძოლმა რუს მეტოქეს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სურაჯი ჰასანოვის გამარჯვება რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში
  • ინგილო სპორტსმენმა რუს მეტოქეს მოუგო და ქართული დროშა ააფრიალა

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში შერეული ორთაბრძოლების ტურნირში ინგილო მებრძოლმა სურაჯი ჰასანოვმა რუსი მეტოქე გალამირზა აივაზოვი დაამარცხა.

ჰასანოვს, რომლის ქართული გვარიც ფოლადაშვილია, შორტებზე ქართულად "საინგილო" ეწერა, გამარჯვების შემდეგ კი საქართველოს დროშა ააფრიალა.

სურაჯიმ 3 რაუნდი ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება მას დარჩა. ჰასანოვი აზერბაიჯანის სოფელ ითი თალადან არის, სადაც ინგილოები (ჰერები) ცხოვრობენ.

სურაჯის პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაიწყო, პროფესიონალურ კარიერაში კი, მან მეექვსედ იჩხუბა. ჰასანოვმა 6-დან 4 ბრძოლა მოიგო, ხოლო 2 დაპირისპირებაში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები