Thumbnail
  • 26 წლის თავდამსხმელმა სეზონში მე-5 ბურთი შეაგდო
  • აეკ-თან მატჩში მინდორზე 5 ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ

კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ლარნაკას აეკ-ის კარი დალაშქრა, თუმცა, მისმა ანორთოსისმა ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო და შესაძლოა, პირველი ადგილი დაკარგოს.

📺 კაჭარავას გოლი აეკ-თან

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი გუნდი წინა ტურში სტუმრად ახნას ეთნიკოსთან 0:5 განადგურდა, ახლა კი, უკვე შინაურ კედლებში დამარცხდა – 1:2.

კაჭარავა თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო და მისი გოლი, რომელიც სეზონში მე-5 გახლდათ, ფაქტობრივად, პრესტიჟის იყო, რადგანაც, ქართველმა ფორვარდმა თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა.

ფამაგუსტელთა მაისურით შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა (ის 66-ე წუთზე გააფრთხილეს), ჯანო ანანიძე კი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო

ანორთოსისი 43 ქულით პირველ ადგილზე რჩება, თუმცა, თუკი ხვალ ომონიამ ნიქოზიურ დერბიში აპოელს აჯობა, რეგულარული პირველობის გამარჯვებულიც ის გახდება.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პირველობისთვის განაგრძობს, 6 უარესი კი – ლიგაში დარჩენისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები