Thumbnail

ეროვნული ლიგა | დილამ ტორპედოს ქუთაისში მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტორპედო 0:2 დილა
  • გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (13), 0:2 მადინგა (89)

ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ტორპედომ გორის დილას უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა 💪💪 #FCDG

Posted by FC Dila Gori on კვირა, 01 მარტი, 2020

თამაში 13 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გორელებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს, ჩაწოდებას კი ნუგზარ სპანდერაშვილის ზუსტი თავური მოჰყვა.

მეორე გოლი შეხვედრის ბოლოს გავიდა, როდესაც ქუთაისელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, დილას სწრაფი იერიში კი ფრანცისკო მადინგას ზუსტი დარტყმით დასრულდა - 0:2.

დილამ პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, ტორპედოს კი აშკარად ეტყობა, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და ფეხბურთელებს შეთამაშება აკლიათ. 

ტორპედო 0:2 დილა

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (13), 0:2 მადინგა (89).

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია - ტაბატაძე, მირცხულავა, კასრაძე (53. ადამაძე), ნადარაია - ივანიშვილი (75. შარვაშიძე), ჯანელიძე, ძარია, ბობკო - ციცქიშვილი, ფანცულაია (67. კვერნაძე). 

დილა (3-5-2): გუგეშაშვილი - ხურცილავა, მაისაშვილი, იენდეუნტი - ჩიტეიშვილი (44. სანტოსი), ბიძინაშვილი, გორგიაშვილი (67. მადინგა), გაგნიძე, ლაცაბიძე - კოვტალიუკი, სპანდერაშვილი (90. გიგაური).

კომენტარები

ბოლო ამბები