Thumbnail

დიდი ტრაგედია და მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი ოქროს მედალი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუკა მარიამიძე ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონი გახდა
  • ლუკას მამა ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა
  • მოჭიდავემ ფინალურ ბლოკში ასპარეზობაზე უარი არ თქვა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილმა წევრმა ლუკა მარიამიძემ საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა მოჭიდავეებს შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიგო, რომელიც მამის ხსოვნას მიუძღვნა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ახალგაზრდულ პირველობაზე მარიამიძემ რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, რა დროსაც მამამისი ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

"ლუკამ ნახევარფინალიც მოიგო, რის შემდეგაც მამა სახლში გადაასვენეს. ფინალურ ბლოკში ლუკას არ უნდა ეჭიდავა, თუმცა დილით დარბაზში გამოცხადდა და განაცხადა, რომ მამის ხსოვნის პატივსაცემად აუცილებლად იჭიდავებდა. ლუკა ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც ემოციებს ვეღარ გაუძლო. მან ამ გამარჯვებით ახალგაზრდულ ნაკრებში თავი დაიმკვიდრა. ვუსამძიმრებთ და ვულოცავთ" - წერს ჭიდაობის ფედერაცია.

ლუკა მარიამიძეს ვულოცავთ საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებას. გუშინ, საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 01 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები