Thumbnail

ეროვნული ლიგა | საბურთალომ ჩიხურას მოუგო და პირველი 3 ქულა აიღო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საბურთალო 2:1 ჩიხურა
  • გოლები: 0:1 კორიფაძე (21-პენ.), 1:1 ტაბატაძე (43), 2:1 გაბედავა (74)

საბურთალომ ეროვნული ლიგა მოგებით დაიწყო. თემურ შალამბერიძის გუნდმა პირველ ტურში საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და 2:1 იმარჯვა. დინამო ბათუმისგან და დინამო თბილისისგან განსხვავებით, საბურთალომ პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

თამაში 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ჩიხურამ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და ანგარიში გახსნა. თავი გიორგი კორიფაძემ გამოიჩინა.

საბურთალომ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა: მარჯვენა ფრთიდან იური ტაბატაძე ჩაერთო შეტევაში და შორი მანძილიდან ეფექტური გოლი გაიტანა.

გამარჯვების გოლი გიორგი გაბედავას ანგარიშზეა, რომელმაც ლევან ყენიასგან კარგი პასი მიიღო და ახლო მანძილიდან მეკარე უშანსოდ დატოვა.

ტური და მთლიანად, ჩემპიონატი 29 თებერვალს დაიწყო: ლიგის მთავარმა ფავორიტებმა დებიუტანტებს უმასპინძლეს და ქულები დაკარგეს. დინამო თბილისმა თელავს ვერ მოუგო, დინამო ბათუმმა კი თბილისის მერანს.

საბურთალო 2:1 ჩიხურა

გოლები: 0:1 კორიფაძე (21-პენ.), 1:1 ტაბატაძე (43), 2:1 გაბედავა (74).

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა (35. ჭიჭინაძე), ლაკვეხელიანი - ტერა, ალთუნაშვილი - ლუმუ (72. ქავთარაძე), გოშთელიანი (46. ყენია), კოხრეიძე - გაბედავა.

ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - მაჩაიძე, მამასახლისი, კაშია, ჯავაშვილი - კიკაბიძე (57. მუჯირი), გვაზავა - კორიფაძე, ნონიკაშვილი, კახაბრიშვილი (71. ჩიკვაიძე) - დეკანოიძე (77. ღავთაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები