Thumbnail

ქარდავას ტიტული თურქეთში – 18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილებში იმარჯვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზოზია ქარდავამ ანტალიის 15-ათასიანი ტურნირი მოიგო
  • ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე ყაზახეთიდან იყო

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა თურქულ ანტალიაში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.

ზოზია ქარდავა და მისი მწვრთნელი სოფიო ქვაცაბაია

ქარდავა ყაზახ გოზალ აინიტდინოვასთან ერთად განთესილთა შორის არ ყოფილა, თუმცა, 4 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ქართველმა და ყაზახმა ჩოგბურთელებმა პირველ რაუნდში მე-3 რეიტინგის მქონე პორტუგალიურ-ფრანგულ დუეტს (ფრანსისკა ჟორჟე-ლუსი ვარნიე) 6:4, 6:4 სძლიეს, მეოთხედფინალში კი ამერიკელ ანასტასია ნეფედოვასა და ხორვატ ოლეკსანდრა ოლინიკოვას 6:3, 6:4 მოუგეს.

ქარდავასა და აინიტდინოვას ნახევარფინალსა და ფინალში უკვე სამ-სამი სეტის თამაში დასჭირდათ.

ზოზიამა და გოზალმა შვედი ლინეა მალმკვისტი და გერმანელი კაროლინ ვერნერი 6:1, 4:6, 10:7 დაამარცხეს, ფინალში კი პირველი განთესვის მქონე კოლუმბიურ წყვილს (მარია გონზალეზი-იულიანა ლიზარაზო) აჯობეს – 6:7 (4:7), 7:6 (7:1), 12:10.

კომენტარები

ბოლო ამბები