Thumbnail

ლივერპულის წაუგებელი სერია დასრულდა - კლოპმა მატჩი შეაფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უოტფორდი 3:0 ლივერპული
  • მერსესაიდელების 44-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა

უოტფორდმა ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლივერპულს უმასპინძლა და მერსესაიდელების 44-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მასპინძლებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ისმაილა სარმა დუბლი შეასრულა, ხოლო მესამე გოლი ტროი დინიმ სწორედ სარის პასით გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპმა უოტფორდთან წაგებული შეხვედრა შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ისინი ზუსტად იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ - ჩვენ ეს ვერ შევძელით. პირველი ტაიმი რთული იყო. ბურთი ხშირად გვქონდა, თუმცა სწორ პოზიციებზე არ ვიყავით, რის გამოც გატანას ვერ ვახერხებდით. საკმარისად მზად არ ვიყავით ამ მატჩისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 0:3-ს ვაგებდით, მაინც ბოლომდე ვიბრძოდით. თუ კარგად იგებ, ან მარცხდები - ნებისმიერ შემთხვევაში ეს სწორი ფორმით უნდა გააკეთო და ადამიანივით მოიქცე".

ლივერპულის მარცხს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მცველი გარი ნევილი გამოეხმაურა, რომელმაც ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხსნის ნევილი შამპანურის ბოთლს და ლივერპულის მარცხს ზეიმობს.

არსენალმა ტვიტერზე ორი პოსტი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელების პრემიერლიგა წაუგებლად აქვთ მოგებული. ლივერპული კი პრემიერლიგაში მათ 49-მატჩიან წაუგებელ სერიას ემუქრებოდა. ლონდონელები პირველ პოსტით ამოისუნთქეს, ხოლო მეორე პოსტში ლივერპულს შთამბეჭდავი წაუგებელი სერია მიულოცეს.

ლივერპული პრემიერლიგას 79 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მანჩესტერ სიტი 22 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები