Thumbnail

2020 წლის ეროვნული ლიგის პირველ ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ელიტაში გადასულ თბილისის მერანს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა მოულოდნელად ქულები დაკარგა, მატჩის მიწურულს კი ტრავმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოვინომ მიიღო, მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. 

მეორე ტურში დინამო ბათუმი თბილისში ქვეყნის ჩემპიონ დინამოს ესტუმრება. ეს მატჩი 8 მარტს გაიმართება. 

მატჩის წინ წუთიერი დუმილით პატივი სცეს დინამო ბათუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ჯონი ბაკურიძის ხსოვნას. პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, თუმცა ტაიმის მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, საუკეთესო მომენტი ვლადიმერ მამუჩაშვილს ჰქონდა. 

დინამო ბათუმმა უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ შეძლო

75-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, კარში მამუჩაშვილმა დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ ბურთი მოიგერია. 79-ე წუთზე თევდორაძემ გაფრინდაშვილის შორეული დარტყმაც მოიგერია. 

მალე ჯოვინომ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და დინამო ბათუმი 10 კაცით დარჩა თამაშის ბოლომდე. 

თუმცა ვიცე-ჩემპიონს ყველაზე აშკარა მომენტი ამის შემდეგ ჰქონდა - 83-ე წუთზე სტუმართა შეცდომას, საბანიძის გასვლა მოყვა მეკარესთან პირისპირ, თუმცა თევდორაძემ სუფთად ითამაშა და მერანი აშკარა გოლისგან იხსნა. დინამო ბათუმის ფეხბურთელები პენალტს ამაოდ ითხოვდნენ. 

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

დინამო ბათუმი 0:0 მერანი

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ცინცაძე (70. მანჯგალაძე) - ვაგნერ გონსალვეში (77. გაფრინდაშვილი), ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი (65. საბანაძე)

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე - კახელიშვილი, ფოფხაძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი - დათუნაიშვილი, ვასაძე - გეწაძე (63. ნიქაბაძე), გაბისკირია (95. ჩიქოვანი), დეისაძე - მახარობლიძე (74. ფიფია)

კომენტარები

ბოლო ამბები