Thumbnail

წლის მეორე მატჩი, მეორე გოლი - ხარაიშვილმა შვედეთში ისევ გაიტანა

  • გიორგი ხარაიშვილის გუნდი გიოტებორგი შვედეთის თასზე წარმატებით გამოდის
  • 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა

საქართველოს ნაკრებისა და გიოტებორგის ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა წელს ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი შვედეთის თასზე გამოდის, სადაც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად სოლენტუნას დაუპირისპირდა და მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლია.

ხარაიშვილი გიოტებორგის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, გატანილი გოლით კი 21-ე წუთზე გამოირჩა. გიორგიმ მაღალი ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა.  

შეგახსენებთ, რომ გიოტებორგის ქართველმა ნახევარმცველმა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველ ტურშიც გაიტანა - ვასტერასთან მატჩში (2:0).

გიოტებორგი შვედეთის თასის მე-7 ჯგუფში გამოდის, რომელსაც ორი მოგებით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ხარაიშვილის გუნდი 7 მარტს, სირიუსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები