Thumbnail

კორონავირუსის პირველი მსხვერპლი ფეხბურთში - 23 წლის ილჰამ შეიხი ვერ გადაარჩინეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კორონავირუსს მსოფლიო ფეხბურთში პირველი მსხვერპლი მოჰყვა
  • ირანის ფუტსალის ქალთა ნაკრების წევრი ავადმყოფობას 10 დღე ებრძოდა

მსოფლიო ფეხბურთში კორონავირუსს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებამ 23 წლის ირანელი ფეხბურთელი ქალი, ილჰამ შეიხი იმსხვერპლა. 

ილჰამ შეიხი ფუტსალში გამოდიოდა და ირანის ქალთა ეროვნულ ნაკრების წევრიც იყო. პროვინცია კუმში, რომელიც ირანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად სახელდება, გოგონას ჰოსპიტალიზაცია ათი დღის წინ განხორციელდა. მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 245 ადამიანს შეადგენს. გარდაცვლილია 26 ადამიანი. 

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება გასული წლის მიწურულს, ჩინეთში დაფიქსირდა. ამ დორისთვის დაღუპულია 2500-ზე მეტი ადამიანი, 30 ათასზე მეტმა კი გამოჯანმრთელება შეძლო. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები