Thumbnail

29 თებერვალს, ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება. თბილისის ლოკომოტივი პირველ შეხვედრას 1 მარტს გამართავს და მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე სამტრედიას უმასპინძლებს.  

დღეს, საგურამოში, ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე, თბილისურმა კლუბმა ახალწვეულები წარადგინა: გიორგი მამარდაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, იმრან ულად ომარი, ბექა დარცმელია, ლევან ჟორდანია, გიორგი ჯინჯოლავა და ცოტნე კაპანაძე.

კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე შეხვდა. მისი თქმით, ახალ სეზონში გუნდის მიზანი ყველა მომდევნო თამაშის მოგებაა. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გასულ გათამაშებაში თბილისის ლოკომოტივმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

▶️ დღეს, საგურამოში, „ლოკომოტივის“ საფეხბურთო ბაზაზე, სეზონისწინა პრესკონფერენცია გაიმართა ⚽️📢 ▶️ ლევან კორღალიძე:...

Posted by FC Locomotive Tbilisi on პარასკევი, 28 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები