Thumbnail

ქართველ ხელბურთელებს თამაში ევროპულ გრანდებთან მოუწევთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გაირკვა ხელბურთელი გოგონების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე
  • საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ზაფხულში შვედეთში ითამაშებს

საქართველოს 16-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირი 29 ივნისიდან 3 ივლისამდე, შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ჩატარდება, ჩვენებურებს კი, ჯგუფურ ეტაპზე თამაში დანიასთან, მონტენეგროსთან, ესპანეთთან, ისლანდიასთანა და ბელარუსთან მოუწევთ.  

შეჯიბრში მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. პირველი ეტაპის შემდეგ, 2-2 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს, მე-3-4 ადგილებზე გასულები მე-9-16 ადგილებისთვის ითამაშებენ, ხოლო დანარჩენები - მე-17-24 პოზიციებისთვის.

2004-05 წლებში დაბადებული გოგონებისთვის ეს პირველი ოფიციალური ტურნირი იქნება, თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს უკვე აქვს ორი წლით უფროსთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება - 2019 წელს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

16-წლამდელთა ნაკრებს იანვარში უკვე ჰქონდა პირველი საწვრთნელი შეკრება. გუნდთან მუშაობს მწვრთნელთა ჯგუფი: სერბი დარკო გრბიჩი, ინა ჭკუასელი, ქრისტინე ჯავახია და თინათინ ქიტესაშვილი.

ამ ასაკობრივი  კატეგორიის საქართველოს ჩემპიონატში 13 გუნდი თამაშობს და თითქმის ყველა მათგანს ჰყავს წარმომადგენლობა ნაკრებში. მეორე შეკრება მარტში მოეწყობა, ევროპის ჩემპიონატამდე კი რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩის გამართვაც იგეგმება.

2021 წელს გოგონებს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ, ხოლო 2022 წელს - მსოფლიო ჩემპიონატი 18-წლამდელებში.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2020, ქალები 16 წ.

გოტენბურგი, შვედეთი. 29 ივნისი - 3 ივლისი

ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, ლიტვა, ესტონეთი

ჯგუფი: უნგრეთი, ნორვეგია, პორტუგალია, შვეიცარია, ფარერები, ფინეთი

ჯგუფი: დანია, მონტენეგრო, ესპანეთი, ისლანდია, ბელარუსი, საქართველო

ჯგუფი: საფრანგეთი, რუსეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სერბეთი, პოლონეთი

კომენტარები

ბოლო ამბები