Thumbnail

'იუნაიტედი ძალიან უყვარდა' - იგალომ გოლი გარდაცვლილი დის ხსოვნას მიუძღვნა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუნაიტედმა ევროპის ლიგაზე ბრიუგე - 5:0 გაანადგურა
  • 'სამწუხაროა, რომ ჩემი და ამ დღეს ვერ მოესწრო' - განაცხადა ნიგერიელმა

მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში ბელგიური ბრიუგე ოლდ ტრაფორდზე - 5:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

იუნაიტედის რიგებში კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა - ბრუნო ფერნანდეშმა, თუმცა თავის გამოჩენა მეორე ახალწვეულმა - ოდიონ იგალომაც შეძლო.

იგალომ მატჩის 34-ე წუთზე ბრიუგეს საჯარიმოში ცენტრალურ მცველებს დასწრებაზე აჯობა და სხვაობა 2-მდე გაზარდა, შემდეგ ტრიბუნასთან მიირბინა და დის ხსოვნას პატივი მიაგო.

"გოლს ჩემი დის ხსოვნას ვუძღვნი. სამწუხაროა, რომ ამ დღეს ვერ მოესწრო, იუნაიტედის დიდი ქომაგი გახლდათ, თუმცა დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის..." - ამბობდა ნიგერიელი მატჩის შემდეგ.

MUTV: Ighalo's post-match interview

"It was a dream come true for me. I'm going to cherish this moment for the rest of my life." 🇳🇬 Lifelong Red Odion Ighalo was delighted to get off the mark in a United shirt ❤️

Posted by Manchester United on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები