Thumbnail
  • ალბანეთი 1:1 (3:4 პენ.) საქართველო
  • ქართველ ჭაბუკებს დასკვნითი მატჩი ლიეტუვასთან ელით

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი გამართა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ალბანეთს დაუპირისპირდა, მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა ჭაბუკებმა 4:3 იმარჯვეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ალბანეთთან მატჩის წინ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობიდან მე-7 წუთზე გოლი დიმიტრი ღურწკაია გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილის შეგირდებმა ალბანური ტურნირის საწყის ტურში ალჟირს 1:0 სძლია, დასკვნით მატჩს კი, 1 მარტს ლიეტუველი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს. 

ალბანეთი 1:1 (პენ. 3:4) საქართველო

საქართველო: ბერუაშვილი, ბაგრატიონი (70’ ლაბაძე), მოლაშვილი, ღურწკაია (61’'ნ. დავრაშელიძე), ქართველიშვილი (70’ ბართია), გეგიაძე (31’ კალანდაძე), ბერია, ლაცაბიძე (61’ ხუტიაშვილი), შიოლაშვილი (61’ დვალიშვილი), ბერიანიძე (79’ გ. დავრაშელიძე), ხაბურზანია (70’ აღდგომელაშვილი).

მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.

გოლები: 0:1 ღურწკაია (7), 1:1 ცერენი (90+5).

კომენტარები

ბოლო ამბები