Thumbnail

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ფამაგუსტას დერბი სტუმრად მოუგო ნეა სალამინას - 2:0 და ორი მატჩის ჯამში (3:1) კვიპროსის თასის ნახევარფინალში გავიდა, რაც ანორთოსისს 9 წელია არ გაუკეთებია. 

ბუბა დაუშვილი არც თავს ზოგავს, არც მეტოქეს
მატჩის MVP

კვიპროსში ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართველთა გუნდს მეტოქედ ომონია ერგო. მართალია, ამ მატჩის ბედი დიდწილად თორნიკე ოქრიაშვილის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 85-ე წუთზე მკერდით გაუტანა ნეა სალამინას, მაგრამ მატჩის MVP სხვა ქართველი გახდა - გიორგი ლორია. 

ოქრიაშვილისთვის ეს მესამე გოლი იყო ანორთოსისის მაისურით და მას protathlima.com-მა სათამაშო კლასი შეუქო: "კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ოქრიაშვილმა მაღალი კლასი გამოავლინა, როცა ის ფორმაშია, შეუჩერებელია", - წერს გამოცემა. რაც შეეხება ლორიას, ეს მისი მეათე "მშრალი" მატჩი იყო ამ სეზონში, რითაც კვიპროსში პირველ ადგილზეა. 

protathlima.com ჯანო ანანიძეზე, რომელიც სათადარიგო იყო: "დიდი ფეხბურთელია ეჭვს გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია. გარემოებებმა ჯანო დააზარალა და მას დრო სჭირდება საკუთარ დონეზე დაბრუნდეს". 

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

კომენტარები

ბოლო ამბები