Thumbnail

'ბერნაბეუზე გამარჯვება უდიდესი სიამოვნებაა' - პეპი მაინც ფრთხილობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ მადრიდში დაამარცხა რეალი - 2:1 და საპასუხო მატჩის წინ ფავორიტი გახდა. ხოსეპ გვარდიოლამ "სამეფო კლუბი" უკვე მეათედ დაამარცხა, რაც 21-ე საუკუნეში სარეკორდო რიცხვია.

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშეთ "ბერნაბეუზე". ჩვენ გვსურდა ამ სტადიონზე მოსაგებად გამოსვლა, ვცადეთ და გამოგვივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მატჩია. სამი ქულა ხომ არ აგვიღია? და თუ კი სადმე მოიძებნება კლუბი, რომელსაც ასეთი სირთულეების გადალახვა თავისი გამოცდილების წყალობით შეუძლია, ეს რეალია.

რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი შედეგია. სხვათა შორის, როცა უკეთ ჩვენ ვთამაშობდით, ისეთი გოლი გავუშვით, რაც არ უნდა მომხდარიყო და როცა რეალი გვჯობდა, გოლის გატანა ჩვენ მოვახერხეთ. ასეთია ეს ტურნირი, ასეთია ფეხბურთი...

ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა კურტუა ძალიან კარგად თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლებელია, 90 წუთის განმავლობაში კონრტოლის დამყარება, ეს ჩემი გამოცდილებით ვიცი. ბენზემას დარტყმის დროს დროული "სეივით" გადავრჩით და ძალიან კარგი საგოლე შანსები შევქმენით, რაც ამ სტადიონზე ბევრ გუნდს არ შეუძლია. 

"ბერნაბეუზე" გამარჯვება უდიდესი სიამოვნებაა, ეს გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ნებისმიერ სტადიონზე, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შეგვიძლია". 

კომენტარები

ბოლო ამბები