Thumbnail

ბელარუსმა ბულგარეთსაც მოუგო - მეტოქე თბილისში ორი მოგებით მოდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბულგარეთი 0:1 ბელარუსი
  • საქართველოს ნაკრების მეტოქემ თებერვალში ორი სპარინგი ჩაატარა
  • მიხაილ მარხელის შეგირდებმა თბილისური მატჩის წინ განწყობა შეიქმნეს

საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა თებერვალში ჩატარებული მეორე ამხანაგური მატჩიც მოიგო. მიხაილ მარხელის გუნდი სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

"ვასილ ლევსკიზე" ერთადერთი გოლი სტუმრებმა მე-15 წუთზე გაიტანეს. გოლით დმიტრი პოდსტრელოვი გამოირჩა.  

📺 ბულგარეთი 0:1 ბელარუსი (მიმოხილვა)

ეს თებერვალში მიხაილ მარხელის გუნდის მეორე სპარინგი იყო. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მეტოქეებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთის ნაკრებთან ითამაშეს და მეტოქე მაშინაც მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

ბელარუსები თბილისში ჩამოსვლამდე განწყობა შეიქმნეს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ½-ფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში, "დინამო არენაზე" 26 მარტს გაიმართება. გამარჯვებული 31 მარტს დაგეგმილ ფინალში, კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები