Thumbnail

‘ლონდონი ისევ წითელია’ - გამოხმაურება გნაბრის კარგ თამაშზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სერჟ გნაბრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონში 6 გოლი გაიტანა
  • გერმანელი ფეხბუთელი თავის დროზე არსენალის ღირსებას იცავდა

ბაიერნმა გასვლაზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის ჩელსის ანგარიშით 3:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

განსაკუთრებულად კარგი თამაში ჩაატარა სერჟ გნაბრიმ. გერმანელმა ინგლისურ კლუბს ორი გოლი გაუტანა და წარმატების მიღწევაში დაეხმარა. 24 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი და ექვსივე ლონდონში.

ჯგუფურ ეტაპზე გერმანულ კლუბს ტოტენჰემი შეხვდა. მაშინ სერჟ გნაბრიმ ლონდონში გამართულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გემრანელი თავის დროზე არსენალის ღირსებას იცავდა. გნაბრის ლონდონში კარგ თამაშს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

"ლონდონი ისევ წითელია"

"სერჟ გნაბრი, როდესაც ის ლონდონში თამაშობს"

"თუ ოდესმე იგრძნობთ, რომ რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ტონი პულისმა განაცხადა, რომ სერჟ გნაბრი არ იყო იმ დონეზე, რომ ვესტ ბრომვიჩში ეთამაშა"

"გნაბრი ნებისმიერ დროს, როცა ის ლონდონშია"  

კომენტარები

ბოლო ამბები