Thumbnail

ბაზაძე ევროპელებში მეორეა – სანდრო ტოკიო 2020-თან ძალიან ახლოსაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მოფარიკავე მხოლოდ ფრანგ მეტოქეს ჩამორჩება
  • სანდრო ბაზაძეს წინ კიდევ 2 მსოფლიო თასი ელის

26 წლის ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ცხრილში და ტოკიოს 2020-სკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ კლასიფიკაცია პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ განაახლა, სადაც სანდრომ ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრში მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა და მონაგარიც გაზარდა.

ახლა, ბაზაძის მაჩვენებელი 127 ქულაა და ის რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფება, ოლიმპიადის ინდივიდუალურ კვალიფიკანტთა შორის კი, ევროპელებში, მხოლოდ ფრანგ ბოლად აპიტის (164 ქულა) ჩამორჩება და ტოკიოში მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია.

ცნობისთვის, ლიცენზიების საბოლოო განაწილებამდე, ხმლით მოფარიკავეებს ორი მსოფლიო თასიღა დარჩათ ჩასატარებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები