Thumbnail
  • პოგბა იუნაიტედს ტრავმის გამო ვერ ეხმარება
  • ფრანგმა ნახევარმცველმა ლივერპული შეაქო

იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი ლივერპული უმაღლესი კლასის გუნდად ჩამოყალიბდა. "მერსისაიდელები" ახლოს არიან 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონები გახდნენ და ისტორია დაწერონ.

ლივერპულის წარმატებულ სეზონსა და მის შედეგებზე მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ისაუბრა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.

"როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელს, კონკურენციის გამო არ მინდა, რომ მათ ტიტული მოიგონ. ჩვენ არ გვინდა, რომ სხვამ მოიგოს, მაგრამ, როგორც ფეხბურთის მოყვარულმა და ფეხბურთელმა, რომელიც ოპონენტს პატივს სცემს, მინდა ვთქვა, რომ ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ. ლივერპული სხვებთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგას. მათ ამ სეზონში თამაში არ წაუგიათ და პრემიერლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს არიან. ლივერპული შარშანდელ სეზონთან შედარებით კიდევ უფრო უკეთ გამოიყურება", - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა.

პოლ პოგბამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრის ჩატარება მოასწო. სადაც თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა

კომენტარები

ბოლო ამბები