Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 118:109 ნიუ ორლეანს პელიკანსი
  • ლებრონ ჯეიმსს სეზონში საუკეთესო შედეგი ჰქონდა

ლებრონ ჯეიმსი და ზაიონ უილიამსონი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ და პირველი დუელი 35 წლის სუპერვარსკვლავმა შთამბეჭდავად მოიგო. ლებრონი პირველ ტაიმში კონცენტრირებული არ იყო და 5 დაკარგვა ჰქონდა, მაგრამ მესამე პერიოდიდან “ცეცხლი დაანთო” და ზედიზედ 11 ქულა ჩააგდო (3 სამქულიანი).

საბოლოოდ, ჯეიმსმა 40 ქულა (17/27, 5/11 სამქულიანი, სეზონის რეკორდი), 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, ზაიონ უილიამსონმა კი თამაში 29 ქულით (8/18) და 6 მოხსნით დაასრულა. ახალბედას რამდენიმე შთამბეჭდავი ჩატენვა ჰქონდა.

📺 ვიდეო: ლებრონ ჯეიმსის 40 ქულა ნიუ ორლეანსთან

ლეიკერსიდან შესანიშნავი იყო ენტონი დევისიც - მან 21 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ნიუ ორლეანსში კი ზაიონზე მეტი ქულა ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო - 34.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 118:109 ნიუ ორლეანსი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები