Thumbnail
  • ფიბას ოფიციალურმა საიტმა მე-2 ტური შეაჯამა 
  • MVP-ის გამოკითხვა, შერმადინისა და მაკფადენის შანსი

ფიბას ოფიციალურმა საიტმა ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ციკლის მე-2 ტური შეაჯამა და ტურის MVP-ის გამოკითხვაც მოაწყო.  მე-2 ტურის ხუთეულში საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელია თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი.

მაკფადენმა 33 ქულა ჩააგდო

"ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ციკლის პირველი ფანჯარა დაიხურა. ამ მატჩებში ყველაზე კაშკაშა გიორგი შერმადინის თამაში იყო. მისი კარგი თამაშის წყალობით, საქართველოს ორი მოგება აქვს. 

შვეიცარიასთან გაბრწყინების შემდეგ, მან დიდებულად ითამაშა სერბეთშიც. 23 ქულა, 11 მოხსნა და მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტი - 29.

როცა ფარქვეშ ასეთი დომინანტი კალათბურთელი გყავს, არ უნდა გაუკვირდეს არავის, რომ სტუმრად სერბეთს 94:90-ს უგებ.

მაგრამ მხოლოდ მისი დამსახურება არ არის ეს წარმატება, ილიას ზუროსის გუნდს თად მაკფადენის ზუსტმა სროლებმა მოაგებინა - მან 31 ქულა და 7 ასისტი მიითვალა და კიდევ უფრო მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 31", - წერს ფიბას საიტი.

ტურის ხუთეული

ტურის გუნდში მაკფადენისა და შერმადინის გარდა მოხვდნენ ჟონათან ტაბუ (ბელგია), ვიტალი ფრიდზონი (რუსეთი) და ეიმანტას ბენდზიუსი (ლიეტუვა).

MVP-ის გამოკითხვაც ამ ხუთეულში მიმდინარეობს. ჯერჯერობით, მაკფადენი აშკარად ლიდერობს, მას ხმების ნახევარზე მეტი აქვს, შერმადინი 26%-ით მეორე ადგილზეა. ხმის მიცემა ამ ლინკზე არის შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები