Thumbnail

1000 დღე მუნდიალამდე - ინფანტინოსთვის ყატარი საუკეთესო მასპინძელია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფიფას პრეზიდენტმა ყატარი შეაქო
  • ინფანტინოს თქმით, ასე მომზადებული არცერთი მასპინძელი არ ყოფილა

მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 1000 დღეა დარჩენილი. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ყატარში მიმდინარე საორგანიზაციო პროცესებზე ისაუბრა და მომავალი მუნდიალის მასპინძელი ქვეყანა შეაქო.

“ყატარი ახლაც კი იმდენად კარგადაა მომზადებული, როგორც არცერთი სხვა მასპინძელი არ ყოფილა. ყატარში სურთ, რომ მთელი მსოფლიო გააოცონ და ძალიან კარგ გზაზე არიან, რომ ამ მიზანს მიაღწიონ კიდეც,” - განაცხადა ინფანტინომ სამშაბათს.

ფიფას პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ბევრი რამის გამო იქნება გასაოცარი: “ყველა დარწმუნდება, რომ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო. ყატარის მუნდიალი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იქნება,” - ფიქრობს ინფანტინო.

ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები კი კვლავ აკრიტიკებენ ყატარში მიმდინარე სამუშაო პროცესებს. შეგახსენებთ, რომ კრიტიკა ისმოდა ყატარისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭებისა და ყატარში არსებული კლიმატური პირობების გამოც. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი 21 ნოემბერს უნდა დაიწყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები