Thumbnail

‘ჩემი მარცხი კოსტუმის ბრალია’ - უაილდერი ფიურისთან რემატჩს ითხოვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დეონტეი უაილდერი ტაისონ ფიურისთან მარცხს კოსტუმს აბრალებს
  • მისი თქმით, რემატჩი აუცილებლად შედგება

დეონტეი უაილდერი აცხადებს, რომ მესამედ სურს ტაისონ ფიურისთან შეხვედრა და დასძენს, რომ აღარ დაუშვებს ისეთ შეცდომას, რაც კვირის ჩხუბის წინ დაუშვა. “ჩემი კოსტუმი ზედმეტად მძიმე იყო. ბრძოლის დროს ფეხები აღარ მქონდა!” - განაცხადა უაილდერმა.

შეგახსენებთ, რომ უაილდერი ფიურისთან ბრძოლის წინ რინგზე ექსტრავაგანტული კოსტუმით გავიდა და 34 წლის მოკრივე ინგლისელთან წაგებას სწორედ ამ კოსტუმს აბრალებს, რომელიც მისი თქმით, დაახლოებით 20 კილოგრამს იწონიდა: “ჯერ მარტო მისი ჩაცმის პროცესი 10 თუ 15 წუთს გაგრძელდა. ეს დიზაინერების იდეა იყო.”

უაილდერი რინგზე ასეთი კოსტუმით გავიდა

უაილდერმა ფიურისთან მეშვიდე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით წააგო და WBC ქამარი დაკარგა. მისი და ფიურის პირველი დუელი კი 2018 წლის დეკემბერში შედგა და ფრედ დასრულდა.

“ახლა ჩემი მთავარი მიზანი რემატჩია. მე ნამდვილი ჩემპიონი ვარ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,” - უთხრა უაილდერმა ESPN-ს.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები