Thumbnail

კობი ბრაიანტის ქვრივმა სასამართლოში იჩივლა - კომპანიისა და პილოტის ბრალეულობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვანესა ბრაიანტმა ქმრისა და ქალიშვილის დაღუპვის საქმეზე სასამართლოში იჩივლა
  • კომპანიას, რომელიც კობის შვეულმფრენს ემსახურებოდა, წესების დარღვევა ბრალდება
  • მომხდარში თავისი წილი პასუხისმგებლობა პილოტ არა ზობაიანსაც მიუძღვის

ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ქვრივმა, ვანესა ბრაიანტმა, კომპანია Island Express Helicopters-ს უჩივლა. სწორედ ეს კომპანია  ემსახურებოდა შვეულმფრენს, რომლის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ. 

საჩივარს საფუძვლად უდევს შვეულმფრენის ექსპლუატაციის წესების დარღვევა. კომპანიას ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მხოლოდ სათანადო ხილვადობის პირობებში შეეძლო მაშინ, როცა ბრაიანტის შვეულმფრენი ძლიერ ნისლში, მაღალ სიჩქარეზე მიფრინავდა.

კობი ბრაიანტი პირადი შვეულმფრენით დიდ ხნის განმავლობაში სარგებლობდა

 
სარჩელის თანახმად, პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ეკისრება შვეულმფრენის პილოტ არა ზობაიანსაც, რომელიც კატასტროფის შედეგად ასევე დაიღუპა. მფრინავმა, რომელსაც ჯერ კიდევ 2015 წელსაც მიუღია გაფრთხილება შეზღუდული ხილვადობის პირობებში ფრენის წესების დარღვევისთვის, არც ამჯერად შეაფასა სათანადოდ ამინდი და რისკი. ვანესა ბრაიანტი პილოტს ახასიათებს, როგორც დაუდევარ ადამიანს.

📋 მეტი ამ თემაზე:

 

ყველაფერთან ერთად, სარჩელში აღნიშნულია ისიც, რომ არც შვეულმფრენი აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს. ვანესა ბრაიანტის სარჩელში ზარალის თანხა მითითებული არ არის.

ექსპერტები კატასტროფის ადგილზე

41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი, 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ბრაიანტი კერძო შვეულმფრენით ჯერ კიდევ ლოს ანჯელეს ლეიკერსში თამაშის პერიოდიდან სარგებლობდა. 

კობი ბრაიანტმა, რომელიც 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი და ორჯერ ფინალური სერიის MVP გახდა, კარიერა 2016 წელს დასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები