Thumbnail
  • არჩევნებზე 3 კანდიდატი იყო: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე
  • დელეგატების ქვორუმი არ შედგა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
  • საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები მინიმუმ 10, მაქსიმუმ 30 დღის შემდეგ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. პირველად ეს 30 იანვარს მოხდა და მაშინ ითქვა, რომ არჩევნები 24 თებერვალს შედგებოდა. თუმცა, ვერც ამჯერად ჩატარდა, რადგან არჩევნებზე დელეგატების ქვორუმი არ შედგა. მთელი ეს პროცესი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა და კანდიდატების მხარდამჭერებს შორის მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 კანდიდატი იყო წარდგენილი: გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე. დღეს დილით, ბაჩო ხურციძემ საგანგებო განცხადება გააკეთა, საიდანაც გაირკვა რომ ის არ აპირებდა არჩევნებზე დასწრებას, რადგან კავშირის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არასამართლიანი გარემო შეიქმნა. მართალია, ხურციძეს ოფიციალურად კანდიდატურა არ მოუხსნია, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ ორი კანდიდატი დატოვა: გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე. 

არჩევნების გადადების შემდეგ, ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა: "42 დელეგატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვორუმი არ შედგა და არჩევნები გადადებულია. ეს არის ამათი სახე. ჯერ უნდა დალოდებოდნენ აუდიტის დასკვნას, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო გამოკვეთილი. ეს ამბები რაგბის ოჯახში უნდა გარკვეულიყო და შემდეგ, მშვიდ ვითარებაში ჩატარდებოდა არჩევნები. მაგრამ, იჩქარეს და მივიღეთ ეს რეალობა". 

კომენტარები

ბოლო ამბები