Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში მე-2 მატჩი ჩაატარა და ბელგრადში, E ჯგუფის აშკარა ფავორიტ სერბეთს საოცარი მატჩი 94:90 მოუგო. მატჩის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს...

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “უბედნიერესები ვართ, რომ შევძელით ის, რაც თითქოს შეუძლებელი ჩანდა: მოვუგეთ სერბეთს სერბეთში. რაც მთავარია, ამ შეხვედრაში იმ ახალგაზრდა კალათბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც ასეთ დონეზე თამაშის საშუალება პირველად მიეცათ. ვულოცავ სრულიად საქართველოს. პირველი თამაშის შემდეგ, იყო ნიშნისმოგებით საუბარი, რაზეც ჩვენ არ გავამახვილეთ ყურადღება. მოდით, გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდზე და უბრალოდ დაუდექით გვერდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ერთად მივაღწიოთ 2021 წელს ისეთ წარმატებას, რომელიც ჯერ არ ჰქონია ჩვენ ნაკრებს”. 

პაატა გურასპაულის კომენტარი სერბეთთან მატჩის შემდეგ

"შევძელით ის, რაც შეუძლებელი ჩანდა" - პაატა გურასპაული 🎉🏀 ✅კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარი სერბეთთან მატჩის შემდგომ🏀

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on კვირა, 23 თებერვალი, 2020

რატი ანდრონიკაშვილი (საქართველოს ნაკრები): “ჩემ თამაშზე ლაპარაკი არ იქნება სწორი, რადგან აქ საქართველოს ნაკრებმა დაწერა ისტორია. სერბეთს საკუთარ მოედანზე ძალიან ცოტა თამაში ექნება წაგებული. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. არ გავსულვართ იმ განწყობით, რომ სერბეთს ვეთამაშებით და რაც იქნება, იქნება. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, რაშიც სული და გული ჩავდეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო პარკეტზე, ყველა ვამხნევებდით ერთმანეთს და ამან მოიტანა ეს გამარჯვება”.

რატი ანდრონიკაშვილის კომენტარი თამაშის შემდეგ

რატი ანდრონიკაშვილის კომენტარი სერბეთთან მოგებული მატჩის შემდეგ 💕😊😊

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on კვირა, 23 თებერვალი, 2020

გიორგი კორსანტია (საქართველოს ნაკრები): “ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული კალათბურთისთვის. ჩემი დებიუტი შედგა საქართველოს ნაკრებში და ბედნიერი ვარ, რომ ჯერ შვეიცარიას მოვუგეთ და შემდეგ, სერბეთს ბელგრადში. დიდი პატივია ჩემთვის ვითამაშო ისეთი კალათბურთელების გვერდით, როგორებიც მაკფადენი, შერმადინი, ცინცაძე და სხვები არიან. უდიდესი გამოცდილება მივიღე ბოლო ორი თამაშით, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის”.

წლეულს, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ რაუნდში კიდევ 2 მატჩი ელის და ორივე სტუმრად შედგება. 27 ნოემბერს, ქართველი კალათბურთელები ფინეთს ეთამაშებიან, 30-ში კი, შვეიცარიას, რომელსაც პირველ ტურში შინ ოვერტაიმში 96:88 მოვუგეთ.

ეროვნული ნაკრები სერბეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან მატჩის შემდეგ 💪🎉🏀 1.. 2.. 3.. საქართველო

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on კვირა, 23 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები