Thumbnail
  • შვეიცარია 64:69 ფინეთი
  • საკვალიფიკაციო E ჯგუფის სათავეში საქართველოს ნაკრები იმყოფება

ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლის 2 ტურის თავზე, E ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა საქართველოს ნაკრები, რომელსაც ბელგრადში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქულათა მაქსიმუმი მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდებმა სერბეთს 94:90 სძლიეს, ჯგუფის მე-2 შეხვედრაში კი არანაკლები ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ფინეთმა შვეიცარია 69:64 დაამარცხა.

ფრიბურგში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები, რომლებიც აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, 18 ქულით იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც უფრო გამოცდილმა ფინელებმა იმარჯვეს.

შეხვედრის გმირი ესპანურ იბეროსტარ ტენერიფეში გიორგი შერმადინის თანაგუნდელი სასუ სალინი გახდა. აღსანიშნავია, რომ სერბეთთან პირველი ტურის მატჩში ფინელთა სნაიპერი ნულზე (!) დარჩა, ამჯერად კი, აქტივში 25 ქულა ჰქონდა.

ამგვარად, 2 ტურის თავზე, E ჯგუფს 4 ქულით საქართველო ლიდერობს, სერბეთსა და ფინეთს 3-3 ქულა აქვთ, შვეიცარიას კი – 2.

საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 ტური 27 ნოემბერს შედგება: შვეიცარია სერბეთს უმასპინძლებს, ფინეთი კი – საქართველოს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები