Thumbnail

42 წლის ასაკში დებიუტი! ტრიბუნიდან პირდაპირ საყვარელი გუნდის რიგებში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • საოცარი ამბავი NHL-ში
  • დევიდ ეირსი ყინულის გასასწორებელი მანქანის მძღოლია...

42 წლის დევიდ ეირსი სკოტიბანკ არენაზე მეუღლესთან ერთად ტრიბუნაზე იჯდა, როდესაც კაროლინა ჰურიქენსის მეკარე - ჯეიმს რეიმერი მძიმედ დაშავდა.

რას იფიქრებდა ეირსი, რომ გუნდის სათადარიგო მეკარეც - პეტრ მრაზეკიც დაშავდებოდა, მაგრამ ამას მას შემდეგ მიხვდა, რაც მის ტელეფონზე ზარი გაისმა.

ვეტერან ჰოკეისტს კაროლინას სამწვრთნელო შტაბიდან ურეკავდნენ, სადაც ის ღრმა სათადარიგო მეკარედ ჰყავდათ დარეგისტრირებული, გადაუდებელი შემთხვევებისთვის.

ეირსი ტრიბუნიდან პირდაპირ მოედანზე მოხვდა, პირველი ორი დარტყმა გაუშვა, მაგრამ მომდევნო 8-ის მოგერიება შეძლო და შედეგად კაროლინამ მატჩი 6:3 მოიგო!

კომენტარები

ბოლო ამბები