Thumbnail

უაილდერის პირველი მარცხი კარიერაში - კრივის სამყარო ფიურის ტრიუმფს ეხმაურება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მანჩესტერის სიამაყემ და ბოშათა მეფემ, ტაისონ ფიურიმ დღეს კრივის მძიმე წონის დივიზიონში WBC ქამრისთვის ბრძოლაში აქამდე დაუმარცხებელი ამერიკელი - დეონტეი უაილდერი დაამარცხა.

პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ დასრულდა, ბევრი ფიურის გამარჯვებას ელოდა, თუმცა არა ასე და ამ მანერით - მეშვიდე რაუნდში უაილდერის გუნდის გადაწყვეტილებით ბრძოლა შეწყდა.

ცნობილი მწვრთნელი ტედი ატლასი უაილდერი გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცა ბრძოლის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 'მხოლოდ კარგი გამარჯვება' უაილდერს ვეღარ გადაარჩენს.

"წარმოგიდეგნიათ ფიური V ჯოშუა? ამ ტიპმა (ჯოშუამ) უემბლი გაავსო მაშინ, როდესაც რესტორანში ბურგერების მიმტანს ეჩხუბებოდა (ენდი რუისი)... ახლა ფიურისთან შეტაკება წარმოიდგინეთ, ბრიტანულ დერბის ალბათ 3 უემბლი არ ეყოფა..." - ამბობდა ატლასი.

ლენოქსმა ფიურის მიულოცა, უაილდერი გაამხნევა და შემდეგ აღნიშნა, რომ საუკეთესო მოკრივეები აწყობენ 'პაზლებს', რაც ლენოქსის აზრით, დღეს ფიურიმ გააკეთა და კარიერაში პირველად, უაილდერს აჩვენა, რას ნიშნავს წაგება.

ბრიტანული კრივის კიდევ ერთმა ლეგენდამ - ფრენკ ბრუნომ ფიურის გამარჯვება მიულოცა და ფრენკ ბრუნოს ფონდის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ტაისონ ფიურის მამა - ჯონ ფიური ბრძოლამდე ამბობდა, რომ მისი ვაჟი უაილდერს 'ნაწილებად დაშლიდა, ატირებდა და უკან დაახევინებდა'... რაც პრინციპში ტაისონმა გააკეთა კიდეც.

მაიკ ტაისონის რეაქცია მსაჯის მიერ ბრძოლის შეჩერების შემდეგ. ტაისონს ფიური ძალიან უყვარს და ეს არაერთხელ დაუფიქსირებია.

სტატია განახლებადია...

კომენტარები

ბოლო ამბები