Thumbnail

¼-ფინალი მსოფლიო თასზე – ბაზაძის მორიგი ნაბიჯი ოლიმპიადისკენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან 14:15 წააგო
  • ქართველმა მოფარიკავემ რეიტინგში პოზიცია განიმტკიცა

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულებული მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ბაზაძემ პლეი ოფის პირველ წრეში იტალიელ დარიო კავალერიეს 15:14 სძლია, შემდეგ გერმანელ ბენედიკტ ვაგნერსა (19:5) და კიდევ ერთ იტალიელ მატეო ნერისაც (15:13) აჯობა, მეოთხედფინალურ შეხვედრაში კი, დაძაბულ ორთაბრძოლაში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერ სანგუკ ოჰთან 14:15 წააგო.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ქართველმა სამხრეთკორეელ მონრეალის გრან პრიზე იგივე ანგარიშით მოუგო, ახლა კი, აზიელმა რევანშის აღება მოახერხა.

სანდრო ბაზაძისა და სანგუკ ოჰის ორთაბრძოლა

მიუხედავად მარცხისა, სანდრომ პირად პირველობაში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და განახლებულ რეიტინგში, რომელიც მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, უახლოეს მდევრებთან ქულათა რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

ბაზაძე ხმალში კლასიფიკაციაში მე-8 დაიბრუნებს, სხვა ქართველი მოფარიკავეების მდგომარეობა კი ასეთი იქნება: მიხეილ მარდალეიშვილი – 51-ე, ბექა ბაზაძე – 74-ე, ვაჟა რეჭია – 199-ე, საბა სულამანიძე – 251-ე.

მსოფლიო თასი ფარიკაობაში (ვარშავა, პოლონეთი)

T64 - სანდრო ბაზაძე - დარიო კავალიერე (იტალია) 15:14

T32 - სანდრო ბაზაძე - ბენედიკტ ვაგნერი (გერმანია) 15:9

T16 - სანდრო ბაზაძე - მატეო ნერი (იტალია) 15:13

T8 - სანდრო ბაზაძე - სანგუკ ოჰი (სამ.კორეა) 14:15

კომენტარები

ბოლო ამბები