Thumbnail

ტატო გრიგალაშვილი: მსოფლიოს ორ და ოლიმპიურ ჩემპიონს მოვუგე, ეს დიდი მოტივაციაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე დღეს, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) 6 ორთბრძოლა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ ბრძოლაში რუსი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გრიგალაშვილმა დიუსელდორფის ტურნირი შეაფასა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა:

ტატო გრიგალაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ყველას დიდი მადლობა ქომაგობისთვის. დიუსელდორფის გრანდ სლემისთვის მოტივირებული და მომზადებული ვიყავი. საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი - მსოფლიოს ორ ჩემპიონსა და ოლიმპიურ ჩემპიონს მოვუგე, რომლებიც მოტივაციას მაძლევდნენ.

ტატო გრიგალაშვილის კომენტარი დიუსელდორფიდან

ტატო გრიგალაშვილის კომენტარი დიუსელდორფის გრანდ სლემის მოგების შემდეგ

Posted by We Love Judo on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები