Thumbnail
  • დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე დღეს ტატამიზე 4 ქართველი გავიდა
  • ტატო გრიგალაშვილი ფინალის საგზურისთვის იბრძვის

დიუსელდორფის გრანდ სლემზე, მეორე საჭიდაო დღეს, ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მხოლოდ ერთმა შეძლო ფინალურ ბლოკამდე მისვლა. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ფრიდონ გიგანი (73კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81კგ) ასპარეზობას ნაადრევად დაემშვიდობნენ და ფინალურ ბლოკში ვერ გავიდნენ.

ტატო გრიგალაშვილმა კი ფინალში გასვლა მოახერხა და მედალი გაინაღდა. მან უმძიმეს ბრძოლაში მოუგო 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ტაკანორი ნაგასეს. გრიგალაშვილმა ბოლო წამებზე ვაზარი აუღო მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რის შემდეგაც იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, გერმანელ ალექსანდრ ვიეჩერჩაკს, ფრანგ უმარ ჯალოსა და ყირგიზ ზოლოევს სძლია და ფინალში რუს ხასან ხალმურზაევს შეხვდება.

ტატო გრიგალაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება ბოლო წამზე იაპონელ ნაგასესთან

ტატო გრიგალაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება ბოლო წამზე იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები