Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა მოიგო
  • ბორჯღალოსნებმა აია არენაზე ბელგიის ეროვნულ გუნდს 12 ლელო დაუდეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, "აია არენაზე", ბელგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს 72 ქულით მოუგო - 78:6.

საოცრად ითამაშა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც პოკერი შეასრულა და ნაკრების რიგებში 5 ლელო დაუგროვდა.

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

საქართველო - ბელგია

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან მაისაშვილის გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და ბელგიის ნაკრებს ნორმალურად შეტევის საშუალებას არ აძლევდა. "ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში 4 ლელო დადეს და ერთი საჯარიმო ლელოც მიითვალეს: ტაბუცაძემ ეროვნული ნაკრების კვართით მეორედ გამოიჩინა თავი.

დიდი 10-ის შემდეგ, სოსო მათიაშვილი ეროვნულ ნაკრებშიც გამოირჩა. თითო ლელო კი მშობლიურ ქალაქში ვანო კარკაძემ და ზურა ძნელაძემ დადეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 33:6 მოიგო.

ზურაბ ძნელაძე საქართველო | საქართველო 26:3 ბელგია

ზურაბ ძნელაძე საქართველო | საქართველო 26:3 ბელგია რაგბის უყურეთ - რაგბი TV-ზე

Posted by რაგბი TV/Rugby TV on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც ფანტასტიკურად დაიწყო. ცვლილებაზე შესულმა გიორგი ბეგაძემ ლელო გაიტანა, რასაც შემდეგ ტაბუცაძის დუბლი და გორგაძის ლელო მოჰყვა.

ბელგიელთა ჩათვლის მოედანში მე-9 ლელო გიორგი თხილაიშვილის ანგარიშზეა, ხოლო მეათე ზურა ძნელაძემ დაამიწა და დუბლი შეასრულა.

ზურაბ ძნელაძე საქართველო | საქართველო 66:6 ბელგია

ზურაბ ძნელაძე საქართველო | საქართველო 66:6 ბელგია რაგბის უყურეთ - რაგბი TV-ზე

Posted by რაგბი TV/Rugby TV on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

მატჩს წერტილი აკა ტაბუცაძემ დაუსვა. ლელოს მორაგბემ პოკერი შეასრულა - თედო აბჟანდაძემ ტაბუცაძის ორივე ლელო გარდასახა და მატჩი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით, ანგარიშით 78:6 დასრულდა.

აკა ტაბუცაძე საქართველო | საქართველო 78:6 ბელგია

აკა ტაბუცაძე საქართველო | საქართველო 78:6 ბელგია რაგბის უყურეთ - რაგბი TV-ზე

Posted by რაგბი TV/Rugby TV on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მაისაშვილის გუნდმა ბონუს ქულაც მოიპოვა და გათამაშებას ერთპიროვნულად, 14 ქულით ლიდერობს.

"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, სტუმრად პარიზში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები