Thumbnail
  • პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დაძაბული ბრძოლაა
  • ჟოზე მოურინიოს აზრით, ოთხეულში მოხვედრის ფავორიტი ჩელსია

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული თითქმის გადაწყვეტილია, ინგლისის ჩემპიონატში დაძაბულობა სხვადახვა მიზეზის გამო მაინც არსებობს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ის, თუ ვინ გავა ოთხეულში და ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს.

ყველზე დიდი კონკურენცია მე-4 ადგილისთვის ბრძოლაშია, რომელსაც ამ დროისთვის 41 ქულით ლონდონის ჩელსი იკავებს. მასთან ახლოს არიან: ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, შეფილდი და ვულვზი.

ტოტენჰემის ამჟამინდელმა და ჩელსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოთხეულისთვის ბრძოლის ფავორიტი ლონდონის ჩელსია.

"ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მეოთხე ადგილზე ვიყოთ. იქ ახლა ჩელსია, რომელსაც ქულით ჩამოვრჩებით. ეს არ არის დიდი უპირატესობა, თუმცა მაინც უპირატესობაა. ჩელსი ამ მომენტში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტია", - განაცხადა მოურინიომ.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტის ევროტურნირებზე 2-წლიანი აკრძალვის შემდეგ პრემიერლიგის მე-5 ადგილოსანს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ექნება, ამით ჟოზე წყნარად ვერ იქნება, რადგან შესაძლოა, აკრძალვა გაუქმდეს. სწორედ ამიტომ, ჟოზე მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ლონდონის ტოტენჰემს 26 ტური შემდეგ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები