Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 98:106 ინდიანა პეისერსი
  • პეისერსის ქართველმა ცენტრმა ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა
  • სტუმრებს ტი ჯეი უორენმა და დომანტას საბონისმა ულიდერეს

გოგა ბითაძის გუნდმა ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ინდიანა სტუმრად ნიქსს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. 

სამწუხაროდ, 20 წლის ქართველ ცენტრს ინდიანას ამ მატჩში, როგორც წინა ორში, მონაწილეობა არ მიუღია. 

ტი ჯეი უორენმა თამაშიდან 21-ჯერ ისროლა და 10-ჯერ ზუსტად

პეისერსმა 5 ქულით წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ, თამაში გამოასწორა და ანგარიშში წინ გასვლა დიდ შესვენებამდევე მოახერხა, ამის შემდეგ კი მასპინძლებისთვის შანსი აღარ მიუცია. ერთ მომენტში ინდიანას უპირატესობამ ანგარიშში 22 ქულასაც მიაღწია.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

მატჩში ყველაზე მეტი ქულა - 27, პეისერსის ფორვარდმა ტი ჯეი უორენმა მიითვალა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს. ლიეტუველის ანგარიშზე 24 ქულა და 13 მოხსნაა. სტუმართა რიგებში 14 ქულა ჰქონდა დაგ მაკდერმოტს, ხოლო 11 ქულა და 8 მოხსნა - მალკოლმ ბროგდონს. ნიქსში საუკეთესოები ფორვარდი ბობი პორტისი და უკანახაზელი არ ჯეი ბარეტი იყვნენ, შესაბამისად, 19 და 17 ქულით.

📺 ვიდეო: ნიქსი 98:106 პეისერსი (მიმოხილვა)

ინდინიანა პეისერსს რეგულარუში ჩატარებულ 56 მატჩში 33 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე რჩება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს, სტუმრად კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, ტორონტოსთან ჩაატარებს.

ნიუ იორკ ნიქსი 56 მატჩში მოპოვებული 17 მოგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები