Thumbnail
  • საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბელარუსში 9 მედალი მოიპოვა
  • ქართველმა სამბისტებმა 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიგეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა - ქართველმა სამბისტებმა 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) და ნინო ოძელაშვილი (80კგ) დაეუფლნენ. კუპატაძემ ყაზახ აიდინბაის 6:2 სძლია და ჩემპიონობა იზეიმა.

კუპატაძემ ყაზახ აიდინბაის მოუგო და ბელარუსში ოქროს მედალს დაეუფლა

ირაკლი კუპატაძემ ყაზახ აიდინბაის მოუგო და ბელარუსში ოქროს მედალს დაეუფლა ქართველმა სამბისტმა 6:2 გაიმარჯვა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

მძიმე წონით კატეგორიაში ბექა ბერძენიშვილმა რუმინელ ილიე ნათეასთან უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ბერძენიშვილმა რუმინელ ნათეას მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა

ბექა ბერძენიშვილმა რუმინელ ნათეას მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა ქართველი სამბისტის დიდი წარმატება

Posted by Silk Sport on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

ნინო ოძელაშვილმა (80კგ) ფინალში უკრაინელ გალინა კოვალსკას 6:3 სძლია და პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლებს გივი ნადარეიშვილი (57კგ), მინდია ლილუაშვილი (74კგ), ლევან ნახუცრიშვილი (82კგ), პაატა ღვინიაშვილი (90კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ელენე ქებაძე (+80კგ) დაეუფლნენ.

ნინო ოძელაშვილმა უკრაინელი კოვალსკა დაამარცხა და ოქრო მოიგო

ნინო ოძელაშვილმა უკრაინელი კოვალსკა დაამარცხა და ოქრო მოიგო ქართველმა სამბისტმა 6:3 მოიგო

Posted by Silk Sport on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები