Thumbnail
  • ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია სახალისო გამოვიდა
  • პორტუგალიელს ბავშვებმა ხელი შეუშალეს და მისი რეაქცია კარგი იყო
  • ტოტენჰემის მწვრთნელმა ლამპარდზე და საკადრო პრობლემებზე ისაუბრა

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დღეს გამართული პრესკონფერენციის დროს მორიგი სახალისო შოუს გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.

პორტუგალიელის პრესკონფერენციას ხელი ბავშვებმა შეუშალეს, რომლებიც ტოტენჰემის პრეს-ცენტრთან ახლოს იმყოფებოდნენ. მათ სკანდირება დაიწყეს, ჟოზე კი არ დაიბნა, ტრიბუნაზე მყოფი ფანების ლიდერის როლში შევიდა და ბავშვებს გამოეხმაურა.

Mourinho Reacts to Fans in his Presser

Jose's press conference was interrupted by some young Spurs fans and this was his reaction 😅

Posted by Bleacher Report Football on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

ტოტენჰემი პრემიერლიგის მომდევნო მატჩს შაბათს, ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ გამართავს. პორტუგალიელი ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან ‘სტემფორდ ბრიჯზე’ ბრუნდება, ჩელსის მწვრთნელი კი მისი ყოფილი შეგირდი ფრენკ ლამპარდია.

“ეს უბრალოდ ერთი მატჩია. მე პროფესიონალი ვარ და როცა ყოფილ გუნდებს ვუპირისპირდები, ყოველთვის ვამბობ, რომ 200 პროცენტით ჩემს გუნდს ვეკუთვნი. ფრენკ ლამპარდთან შეხვედრა ყოველთვის კარგია - ოღონდ, თუ ქუჩაში ან რესტორანში შევხვდები,” - განაცხადა მოურინიომ.

ჟოზემ სონის ტრავმაზეც ისაუბრა და, ცხადია, არც ჰარი კეინის ტრავმა დაავიწყდა: “ტოტენჰემს ჰარის ან სონის გარეშე 2014 წლის შემდეგ არ მოუგია. ეს ბევრს ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარი და სონი ყველაზე მეტ გოლს იტანენ. თუ შევძლებთ და საუკეთესო ოთხეულში მოვხვდებით, ეს დაუჯრებელი მიღწევა იქნება.”

კომენტარები

ბოლო ამბები