Thumbnail

ნინიაშვილი უმედლოდ დარჩა - ბაგრატმა ბრინჯაო შამილოვთან დათმო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაგრატ ნინიაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა
  • ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი იყო

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დღეს დაწყებულ გრანდ სლემზე ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, რომელთაგან სამმა ფინალურ ბლოკში გააღწია.

მეორე ძიუდოისტი, რომელიც ტატამიზე გავიდა, ბაგრატ ნინიაშვილი გახლდათ. მან საწყის რაუნდებში როგორც ებრაელ ტალ ფლიკერს, ასევე გერმანელ დან მატუშოვიცს 3-3 შიდო აჰკიდა, რუსი აბდულა აბდულჟალილოვი კი ქართველი ძიუდოისტის ხელზე აკრძალული ზემოქმედებისთვის მოხსნეს.

სამწუხაროდ, ბაგრატი მეოთხედფინალში ბოჟიდარ ტემელკოვთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში დანიელ კარნინს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს იაკუბ შამილოვს შეხვდა, რომელთანაც ვაზარით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ბაგრატ ნინიაშვილის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა

ბაგრატ ნინიაშვილის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს იაკობ შამილოვთან დამარცხდა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები