Thumbnail

ნოზაძის დასანანი მარცხი - საეჭვო შიდო დამატებით დროში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თემურ ნოზაძემ დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა
  • ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გადამწყვეტ ბრძოლაში თორნიკე ჭკადუა იყო

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დღეს დაწყებულ გრანდ სლემზე ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, რომელთაგან სამმა ფინალურ ბლოკში გააღწია.

პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ფინალურ ბლოკში იასპარეზა, თემურ ნოზაძე იყო. მას კარგი სტარტი ჰქონდა და გერმანელ მორიტც პლაფკის, ამერიკელ ადონის დიაზსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ეშლი მაკკენზის ჯამში მხოლოდ წუთი და 19 წამი დაახარჯა.

მეოთხედფინალში კი სახელოვან იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან (მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი) ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ნოზაძე ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას შეხვდა. 8-წუთიან ბრძოლაში, ნოზაძე სამი შიდოს გამო დამარცხდა. შიდოების რაოდენობა თანაბარი იყო, როდესაც ვიდეოგამეორების შემდეგ, თემურს თავზე გადავლა ჩაუთვალეს და მოგება ჭკადუას დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შიდოს გამო, ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემის ფინალი დათმო.

თემურ ნოზაძის დასანანი მარცხი დიუსელდორფის გრანდ სლემზე

თემურ ნოზაძის დასანანი მარცხი დიუსელდორფის გრანდ სლემზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები