Thumbnail
  • ჯორდან ჰენდერსონი რამდენიმე კვირა ვეღარ ითამაშებს
  • იურგენ კლოპმა კაპიტნის ტრავმაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ლივერპულს მადრიდის ატლეტიკოსთან მერვედფინალის საპასუხო მატჩში, 11 მარტს, კაპიტან ჯორდან ჰენდერსონი დააკლდება. ეს ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. გერმანელის თქმით, 29 წლის ნახევარმცველი დაახლოებით 3 კვირა ვეღარ ითამაშებს.

“ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ჰენდერსონის ტრავმა, შესაძლოა, უფრო სერიოზულიც ყოფილიყო. მას ბარძაყის ტრავმა აქვს, რაც ახლა პრემიერლიგაში საკმაოდ ხშირია. ნახეთ, როგორ გაუმიზეზდა ასეთი ტრავმა ჰარი კეინს. რაც შეეხება ჯორდანს - იგი დაახლოებით 3 კვირა დაგვაკლდება, რაც, ცხადია, კარგი არ არის, მაგრამ თან გაგვიმართლა. ჰენდერსონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც. საბედნიეროდ, მის პოზიციაზე ალტერნატივები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ნახევარმცველებიდან სხვა არავინ დაგვიშავდება,” - განაცხადა კლოპმა ვესტ ჰემთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები