Thumbnail

ბოიკოტი ბარსელონასთან მატჩს - ნაპოლის ფანები ბილეთის ფასმა გააბრაზა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლი-ბარსელონას მატჩზე ფანატთა ტრიბუნის ბილეთი 70 ევრო ეღირება 
  • ნეაპოლელი ქომაგები ბილეთის მაღალი ფასის გამო ბოიკოტით იმუქრებიან 

ნაპოლის გულშემატკივართა დაჯგუფება ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალური შეხვედრის ბოიკოტირებას აპირებს. ამის მიზეზი კი ბილეთის მაღალი ფასია.

ნაპოლი ბარსელონას "სან პაოლოზე" 26 თებერვალს უმასპინძლებს. ფანატთა ტრიბუნაზე მოსახვედრად 70 ევროს გადახდა იქნება საჭირო, რაც ნეაპოლის კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასია. რაც შეეხება სხვა ტრიბუნებს, ბილეთები 120-იდან 250 ევრომდე ეღირება.

ნაპოლის აქტიური გულშემატკივრები, პროტესტის ნიშნად, ამ თამაშის ბოიკოტირებას აპირებენ.

"ფან-სექტორი ყველასთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ადგილი იყო საფეხბურთო სამყაროში, ამიერიდან კი ის მდიდრებს ეკუთვნით. ვგრძნობთ დაცინვას ჩვენი, როგორც ულტრასების და როგორც ადამიანების მიმართ. უამრავი მტკიცებულების შემდეგ, რომ ქომაგი მოედანზე გუნდის მე-12 მოთამაშეა, ბილეთებს 70 ევროდ გვთავაზობენ. ეს უპატივცემულობის გამოვლინებაა და ამას მოედანზე ჩვენი არყოფნით ვუპასუხებთ", - ნათქვამია ნაპოლის ულტრასების განცხადებაში.

ბარსელონასთან მატჩისთვის სან პაოლოზე ბილეთები რეკორდულად ძვირი ეღირება

ნაპოლისა და ბარსელონას საპასუხო დაპირისპირება "კამპ ნოუზე" 19 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები