Thumbnail

‘სანქციები მათ უფრო მეტად გააძლიერებს’ - როჯერსმა სიტის შესახებ ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბრენდან როჯერსმა მანჩესტერ სიტის სასჯელზე ისაუბრა
  • ლესტერის მწვრთნელის აზრით, პეპის გუნდი უფრო ძლიერი გახდება

მანჩესტერ სიტი უეფამ ფინანსური ფეირპლეის დარღვევის გამო მკაცრად დასაჯა და ევროტურნიერბიდან 2 წლით მოკვეთა. გარდა ამისა ინგლისურ კლუბს ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. აკრძალვის შემდეგ, სიტიმ პირველი მატჩი ვესტ ჰემს 2:0 მოუგო. "ქალაქელებს" შემდეგი თამაში გასვლაზე, ლესტერ სიტისთან აქვთ.

"მელიების" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა სიტიზე და უეფას სანქციებზე კომენტარი გააკეთა: "ფეხბურთელები სანქციების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდებიან, ისინი თავიანთ სულისკვეთებას აჩვენებენ და მე ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, პეპი და მისი მოთამაშეები მზად იქნებიან, სეზონი მაქსიმალურად კარგად დაასრულონ და წარმატებას მიაღწიონ ყველა ტურნირზე, რომელშიც ასპარეზობენ", - განაცხადა როჯერსმა.

მანჩესტერ სიტის 26 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ლესტერი კი 50 ქულით მესამეა.

კომენტარები

ბოლო ამბები