Thumbnail
  • რაჰიმ სტერლინგმა AS-სთან რეალის შესახებ ისაუბრა
  • მანჩესტერ სიტი და რეალი ერთმანეთს მომავალ კვირას დაუპირისპირდებიან

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი რაჰიმ სტერლინგით ინტერესდება. მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი აკრძალვა დაუწესეს და შესაძლოა, გუნდს წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება გაუჭირდეს, თუმცა ინგლისური კლუბი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სასჯელის გაუქმების იმედი აქვს.

მანჩესტერ სიტი და რეალი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. რაჰიმ სტერლინგმა ესპანურ გამოცემა AS-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სპეკულაციებს გამოეხმაურა.

"მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი ვარ და ამით ნამდვილად ბენდიერი გახლავართ, თუმცა ვამბობ, რომ რეალი ფანტასტიკური კლუბია. ხშირად მესმის ჭორები, თუმცა ახლა სიტის ფეხბურთელი ვარ. გავაგრძლებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეალი ფანტასტიკური გუნდია, თუმცა მანჩესტერში ბედნიერი ვარ", - განაცხადა ინგლისელმა.

25 წლის სტერლინგს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. ინგლისელი ფეხბურთელი სიტიში თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისი ტრანსფერი გამორიცხული არ არის.

რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 11 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

კომენტარები

ბოლო ამბები