Thumbnail

კარგი ამბავი ლეიკერსიდან: დემარკუს კაზინსი პლეი ოფში დაბრუნდება?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის ეს მნიშვნელოვნად გაძლიერებას ნიშნავს
  • დემარკუს კაზინსს იმედი აქვს, რომ პლეი ოფში ითამაშებს

კარგი ამბავი ლოს ანჯელეს ლეიკერსის გულშემატკივრებისთვის: როგორც ჩანს, დემარკუს კაზინსი პარკეტზე იმაზე ადრე დაბრუნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო! როგორც იცით, მან ჯვარედინი მყესები ზაფხულში გაიწყვიტა.

‘ოლ სტარის’ 4-გზის მონაწილემ პოდკასტ All the Smoke-ში განაცხადა, რომ პლეი ოფში თამაშის იმედი აქვს. “ჩვენ ბევრი განსხვავებული ვარსკვლავი გვყავს. ლებრონი ყურადღებას ისედაც იქცევს, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ასევე ძალიან დავეხმარები,” - თქვა კაზინსმა.

ტრეიდების პერიოდში ლეიკერსი უჩვეულოდ მშვიდად იყო, რაც ალბათ სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ კაზინსი მოსალოდნელზე ადრე ბრუნდება. მისი თამაში ლეიკერსისთვის უდიდესი გაძლიერება იქნება - მით უმეტეს, რომ სუპერვარსკვლავ ენტონი დევისს არ სურს, რომ ყოველთვის ცენტრის პოზიციაზე ითამაშოს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

ლეიკერსის მწვრთნელი ფრანკ ვოგელი კაზინსის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ფრთხილ კომენტარებს აკეთებს. “კონკრეტული თარიღი არ არსებობს და მის დაბრუნებასთან დაკავშირებით სიახლეები არ არის. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელებისგან ჯერ შორსაა. თუმცა ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ამ სეზონში დაბრუნება მოასწროს,” - ამბობს ლეიკერსის დამრიგებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები